FAS Group აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
გაყიდვების მენეჯერი: 1 ვაკანტური პოზიცია
ძირითადი მოვალეობები:
გაყიდვების გეგმის შედგენაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
გაყიდვების გეგმის შესასრულებლად სტრატეგიის შემუშავება;
გაყიდვების გაუმჯობესება;
კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
ახალი მყიდველების მოძიება;
მყიდველთა ბაზის შედგენა და შენახვა.
ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება მიმდინარე გაყიდვებისა და ჩატარებული შეხვედრების შესახებ
ძირითადი მოთხოვნები:
მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
უნარ-ჩვევები:
ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
სტრატეგიული აზროვნება;
პრეზენტაბელურობა;
პასუხისმგებლიანობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი (არასრული), დისტანციური
კომპანია გთავაზობთ:
ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
კონკურენტულ ანაზღაურებას
ჯანმრთელობის დაზღვევას
კომუნიკაციის უზრუნველყოფას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@fasgroup.ge 2024 წლის 20 ივნისის ჩათვლით. მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.