სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ Fas Group, ამერიკის საელჩოს ეგიდით მიწვეულია ვაშინგტონში, საინვესტიციო სამიტზე SELECTUSA INVESTMENT SUMMIT 2024, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის ღონისძიებას შეერთებულ შტატებში და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბიზნესებს, ინვესტორებს, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს ახალი საინვესტიციო გარიგებების დადებაში.საინვეტიციო სამიტი არის უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობა ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც გეგმავს შეერთებულ შტატებში ბიზნესის გაფართოებას.ეს მთავარი ღონისძიება ჩვენთვის ფანტასტიკური შესაძლებლობაა, დავუკავშირდეთ გლობალურ ბიზნეს ლიდერებს, გამოვიკვლიოთ ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები და ვაჩვენოთ ჩვენი ყოვლისმომცველი ფინანსური მომსახურება.გარდა ამისა FAS Group - სთვის დიდი პატივია წარვადგინოთ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ისეთი მაღალი დონის სამიტზე, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან იყრიან თავს ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მოხარულები ვართ რომ მოგვეცა საშუალება ქართულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ამ მასშტაბურ ღონისძიებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით US Embassy Tbilisi, Georgia-ს!
თვალყური ადევნეთ ჩვენს სიახლეებს.