FAS Group ის ფილიალი გერმანიაში

FAS Group ის ფილიალი გერმანიაში

სიამაყით გვინდა, გაცნობოთ რომ Fas Group-ი წარმატების ახალ ეტაპზეა. Fas Group-ი გახდა პირველი და ერთადერთი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც ექსპორტზე გაიტანა ბუღალტრული და ფინანსური სერვისები და ფილიალი გახსნა გერმანიაში. დაარსებიდან სულ რაღაც სამ წელში FAS Group-მა მოიპოვა პოპულარობა, თანამშრომლობს 200 მდე კომპანიასთან და ახლა საერთაშორისო ასპარეზზე აგრძელებს მაღალ მწვერვალებზე ასვლას.Fas Group - ი დიდი ხანია თანამშრომლოს უცხოურ კომპანიებთან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და უწევს მათ ფინანსურ მომსახურებას, რაც გახდა საწინდარი იმისა რომ ჩვენი სერვისები გაგვეტანა ექსპორტზე.გერმანიაში ჩვენი გაფართოება ნიშნავს ჩვენს ვალდებულებას, ვემსახუროთ კლიენტებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც. ევროპის ერთ-ერთ ეკონომიკურ ძალაში თავის დამკვიდრებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ ვემსახუროთ ჩვენი კლიენტების საერთაშორისო ინტერესებს. ეს შესანიშნავი მიღწევა FAS Group-ის მთელი გუნდის ხედვის, თავდადებისა და შრომისმოყვარეობის დასტურია. FAS Group იქნება თქვენი სანდრო პარტნიორი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ!