FAS Group - მა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ დააარსა Bdsc ; ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის ცენტრი.ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხელი მოაწერა მემორანდუმს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი - თან ინიციატივის ფარგლებში მსჯავრდებულები გაივლიან სპეციალიზირებულ კურსებს მცირე და საშუალო ორგანიზაციების მართვის მიმართულებით. მემორანდუმის მიზანია მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, მათი პროფესიული მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა.სწავლება პირველ ეტაპზე N12; N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და სხვა დაწესებულებებში გაგრძელდება.
მსჯავრდებულებისთვის განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს რეაბილიტაციას და ამზადებს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.