FAS Group-ისა და საქართველოს ბანკი ბიზნესი • Bank of Georgia Business-ის მიერ, 4B სივრცეში ქალი მეწარმეებისთვის ჩატარდა ბიზნესის ფინანსური მართვის სემინარი

FAS Group-ისა და საქართველოს ბანკი ბიზნესი • Bank of Georgia Business-ის მიერ, 4B სივრცეში ქალი მეწარმეებისთვის ჩატარდა ბიზნესის ფინანსური მართვის სემინარი

5 და 7 მარტს FAS Group-ისა და საქართველოს ბანკი ბიზნესი ; Bank of Georgia Business-ის მიერ, 4B სივრცეში ქალი მეწარმეებისთვის ჩატარდა ბიზნესის ფინანსური მართვის სემინარი, სადაც განხილული იყო ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია ბიზნესის ეფექტური მართვისა და დაგეგმვისთვის.
სემინარის დროს განხილული ძირითადი თემები იყო; რას უნდა მიაქციონ ყურადღება ბიზნესის მართვისას; ბიზნესის დაგეგმვის დროს გასათვალისწინებელი აუცილებელი საკითხები; ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა; ხელისშემშლელი და დამხმარე ფაქტორები ბიზნესის დაწყებისას; ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საჭიროება; სწორი ფინანსური მართვა სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეები ფლობენ ინფორმაციას ისეთ აუცილებელ საკითხებზე, როგორიცაა ორგანიზაციის გადახდისუნარიანობა, მომგებიანობის ფინანსური რისკების ანალიზის მეთოდიკა, საბუღალტრო აღრიცხვის ძირითად პრინციპები და ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების ანალიზის მეთოდების შესახებ.მნიშვნელოვანი ამბავი სემინარზე დამსწრე ორგანიზაციებიდან FAS Group - ისა და საქართველოს ბანკი ბიზნესის ძალისხმევით ხუთ ორგანიზაციას დაუფინანსდა ბუღალტრული მომსახურება 3 თვის მანძილზე. ეს ინიციატივა არა მხოლოდ ხაზს უსვამს FAS Group - ისა და საქართველოს ბანკის პროაქტიულ როლს ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების საქმეში, არამედ ხაზს უსვამს საზოგადოების თანამშრომლობის მნიშვნელობას ეკონომიკური კეთილდღეობის გასაძლიერებლად.
გამომცემლობა "წიგნიერი" • "Tsignieri" Publishing
Kokito's toys • კოკიტოს სათამაშოები
Hippo Velo • ჰიპო ველო
CO.LAB
Flamingo Bridal
ცნობადობის ამაღლებასა და ბიზნესის ხელშეწყობაში, FAS Group-ი აცნობიერებს საკუთარ როლსა და მნიშვნელობას, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია რომ მსგავსი სემინარების ჩატარება დიდ როლს თამაშობს სხვადასხვა ბიზნესის განვითარებაში და მეწარმეებს აძლევს საშუალებას გამოიყენონ ზრდის შესაძლებლობები.
FAS Group - ში მტკიცედ გვჯერა, რომ მეწარმეების მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ინდივიდების გაძლიერება, ეს ეხება ეკონომიკურ ზრდას და უფრო ძლიერი, განვითარებული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას.